ავტორების შემდეგ ლიტერატურულ პრემიას ჟიურის წევრებიც ტოვებენ. “ლიტერას“ გამოეთიშა ოქტაი ქაზუმოვიც. ის მე-3 წევრია, რომელმაც ჟიური დატოვა. ლიტერატურული პრემიის ჟიურის რიგები თავდაპირველად დატოვეს რეზო თაბუკაშვილმა და ლელა კოდალაშვილმა.
მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ კონკურსი "ლიტერა" ამ დროისთვის ათზე მეტმა მონაწილემ დატოვა.
ავტორებმა “ლიტერას” პროტესტი მასობრივად მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც ცნობილი გახდა, რომ 5-წევრიან ჟიურიში ერთს სამინისტრო ნიშნავდა.
ბოიკოტის მიზეზი ასევე კულტურის მინისტრია. "ლიტერას" ჟიურის წევრებიდან 4 მწერალთა სახლმა შეარჩია.