''ბატესა'' და ბათუმის ''დინამოს'' მატჩს გულშემატკივრები სტადიონთან დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნებდნენ თვალს.
რეკომენდაციების მიუხედავად არ იყო დაცული დისტანცია, გულშემატკივრების უმრავლესობას არ ეკეთა პირბადე.
გამთენიისას გულშემატკივრები გამარჯვებულ გუნდს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ.