ჩვენი გუნდის მიზანია, პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო პოპულარული - მიხეილ ჩხენკელი

30 ივლისი 2021, 11:40 994 ნახვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმა წარუდგინა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამინისტროს მიზანია, პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო პოპულარული და მასზე წვდომა ჰქონდეს ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს ყველა რეგიონში.

"იგეგმება საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებათა ქსელის განვითარების ხელშეწყობა, რათა 2032 წლისთვის ქვეყანაში წლის განმავლობაში 100 000-მდე ახალგაზრდამ და ზრდასრულმა შეძლოს საერთაშორისო სტანდარტის პროფესიული განათლების მიღება, მათ შორის, მომზადება-გადამზადების პროგრამებით სარგებლობა“, – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრმა ადრეულ ასაკში ბავშვების აღზრდისა და განვითარების ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება. ჩხენკელის თქმით, ამ ეტაპზე სისტემაში ინერგება ბილინგვური განათლება, რაც ხელს შეუწყობს სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნას.

მისივე თქმით, დაგეგმილია აღმზრდელი პედაგოგის ხელფასის ეტაპობრივი ზრდაც.

„აღსანიშნავია, რომ სკოლებში თანამედროვე სასწავლო გარემოს შესაქმნელად ინტენსიურად მიმდინარეობს, ესტონური და ფინური გამოცდილების გათვალისწინებით, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რაც გულისხმობს სწავლების მეთოდოლოგიის ცვლილებას და მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარების ხელშეწყობას. სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების თვალსაჩინო მაგალითს სკოლებში Minecraft Education Edition-ის დანერგვა წარმოადგენს"- განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, 2012 წლიდან დღემდე აშენდა 174 საჯარო სკოლა, სრულად რეაბილიტირდა 257 საჯარო

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი