ისრაელი საფრანგეთს გადასცემს ინფორმაციას იმ კომპანიის შესახებ, რომლის მიერ შექმნილი ჯაშუშური პროგრამის, "პეგასუსის" სამიზნედ საფრანგეთის პრეზიდენტი სახელდებოდა.
გასულ კვირაში რამდენიმე მედიასაშუალებამ ამ პროგრამის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათ მოიპოვეს ტელეფონების ნომრების სია, რომლებსაც შესაძლოა, უთვალთვალებდნენ. სიაში მაკრონის მობილურის ნომერიც იყო.
"პეგასუსი" ერთ-ერთ საუკეთესო ჯაშუშურ პროგრამად ითვლება სმარტფონებისთვის. მას შეუძლია შეტყობინებების დაკოპირება, ფოტოების მოგროვება და სატელეფონო საუბრების ჩაწერა. პროგრამის საშუალებით შესაძლებელია ასევე სმარტფონის მფლობელის ადგილსამყოფელის დადგენაც.
კომპანია ამტკიცებს, რომ მისი პროგრამის ყიდვა მხოლოდ სახელმწიფო უწყებებს შეუძლიათ და ის ტერორიზმთან და დანაშაულთან ბრძოლისთვისაა განკუთვნილი.