ბათუმში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

28 ივლისი 2021, 12:07 1032 ნახვა

ხვალიდან გამოიდარებს საქართველოში. თუმცა უამინდობაა დღესაც ქვეყანაში. მუნიციპალიტეტები უხვი ნალექისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.

რაც შეეხება ბათუმს, სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია, სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან.

უხვმა ნალექმა ქალაქსა და მის შემოგარენში ათამდე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დატბორა, დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები, რამდენიმე ადგილზე მეწყერი ჩამოწვა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი