ფინანსური ინსპექცია ტვ მთავარში

27 ივლისი 2021, 20:50 1207 ნახვა

"მთავარი არხის" გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა.  ინფორმაციას ტელეკომპანიამ გაავრცელა. ნიკა გვარამიას შეფასებით, გაყიდვების სახლში შესვლა ტელევიზიაში შესვლის იდენტურია. განცხადების საპასუხოდ, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ მუდმივად ხორციელდება გადამხდელთა გეგმიური საგადასახადო შემოწმება, რომელიც ეფუძნება საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებისთვის გადამხდელთა შერჩევას, ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის მეშვეობით.  სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით, საგადასახადო კონტროლის ღონისძიება ყოველწლიურად  ხორციელდება საშუალოდ 8000-ზე მეტ გადამხდელთან მიმართებით. უწყების განმარტებით, ივლისის თვეში შერჩეულ იქნა დამატებით 500-მდე გადამხდელი, მათ შორის ტელეკომპანია ,,მთავარი არხი“-ს მიერ გაჟღერებული სარეკლამო სააგენტო, რომელიც სხვა მეწარმე სუბიექტებთან ერთად მომსახურებას უწევს ამ ტელეკომპანიას.  შესაბამისად, გაცხადებული საგადასახადო კონტროლის ღონისძიება არ ეხება უშუალოდ სამაუწყებლო კომპანიას. განმარტავენ, რომ ავტომატიზებულ ელექტრონულ სისტემაში მოხვდნენ სხვა სარეკლამო კომპანიებიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში