საქართველოში „დელტა +“ შტამის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული 

27 ივლისი 2021, 12:11 1357 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში „დელტა +“-ით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა. მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების 40-50% „დელტა“ შტამზე მოდის და მან ''ბრიტანული შტამი'' ჩაანაცვლა. 

ამირან გამყრელიძის განმარტებით, არავითარი ქართული შტამი არ არსებობს.

'' ეს არის ჩვეულებრივი ,,დელტა'', ანუ ,,ინდური შტამი'', ,,დელტა +'' ჰქვია, ,,დელტა'' შტამის ქვეშტამი. მოგეხსენებათ, ვირუსები ძალიან ხშირ მუტაციას განიცდიან, ეს არის ,,დელტა +'' და მათ შორის ,,დელტა '' გაშიფრულია სეკვენირებით ჩვენთანაც, გვაქვს „დელტა +“-ის ლაბორატორიულად დადასტურებული ორი შემთხვევა. რასაც ლუგარში ვუყურებთ ყოველდღიურად, იმის მიხედვით დგინდება, რომ  ქვეყანაში ბრიტანული შტამი ჩაანაცვლა „დელტამ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, „დელტა+“ შტამიც ადვილად ვრცელდება.

„ყველა კორონავირუსის შემთხვევის ნახევარი „დელტა“ შტამითაა გამოწვეული. მათ შორის, ე.წ. „დელტა+“ შტამიცაა, რომელიც ლუგარში უკვე სეკვენირებითაც დადასტურდა. რამდენიმე მეთოდით ხდება დიაგნოსტიკა. გვავქვს გერმანელი კოლეგებისგან მოწოდებული PCR-ის ნაკრები, რომელიც „დელტასაც“ იჭერს ცალკე, თუმცა, ეს უნდა დადასტურდეს სეკვენირებით. მსოფლიო ბაზაშიცაა ეს მონაცემი უკვე მეორე კვირა ატვირთული, რომ საქართველოში „დელტა +“ შტამი დაფიქსირებულია. ისევე როგორც „დელტა“, „დელტა+“-იც სწრაფად ვრცელდება ანუ ადვილად გადამდებია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი