იმის ნაცვლად, რომ წავიდეთ ქორწილებში და დიდ სუფრებზე, მივიდეთ კლინიკებში და ავიცრათ - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი.
ამირან გამყრელიძის თქმით, კვლავ იმართება მუსიკალურ ფესტივალები, სადაც ასობით ადამიანი იკრიბება და ხალხმრავალი ღონისძიებები კუს ტბასა და ლისის ტბაზე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, მოსახლოება ცეცხლს ეთამაშება.
''თქვენ თანახმა ხართ, რომ დღეს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს და მკაცრი ლოქდაუნი ქვეყანაში? თუ ჩვენ შევასრულებთ რეკომენდაციებს, არ წავალთ ქორწილში და არ ჩავატარებთ დიდ წვეულებას, არ აღვნიშნავთ უნივერსიტეტისა და სკოლის დამთავრების დიდ თავყრილობებს, არ წავალთ მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც 10 000 ადამიანი იკრიბება, კუს ტბაზე და ლისის ტბაზე, თუ გავითავისებთ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით, მაშინ არ გვექნება მსგავსი სიტუაცია.
იმის მაგივრად, რომ დღეს ქორწილში წავიდეთ, უნდა ავიცრათ'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.