საქართველოში კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 1 335 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი.
გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 42 235 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 425, „პისიარ“ ტესტით – 14 810.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,68%, ბოლო 14 დღის – 6,03%, ბოლო შვიდი დღის – 6,71%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 938 შემთხვევა, აჭარა - 378, იმერეთი - 362, ქვემო ქართლი - 179, შიდა ქართლი - 205, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 175, კახეთი - 222, მცხეთა-მთიანეთი -83, სამცხე-ჯავახეთი - 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 407 689 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 376 088 გამოჯანმრთელდა, 5 731 კი, გარდაიცვალა.