საწვავი ისევ ძვირდება

26 ივლისი 2021, 20:02 1426 ნახვა

ბენზინგასამართ სადგურებზე არსებულ ტაბლოებზე, ბოლო პერიოდში ციფრები რამდენჯერმე შეიცვალა. ქვეყანაში საწვავის ფასი რამდენიმე თეთრითაა გაზრდილი.

ზოგადად ნავთობპროდუქტების იმპორტიორები მატება ორი ძირითადი მიზეზით, უცხოურ ბაზრებზე საწვავის გაძვირებითა და ქართული ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებით გაუფასურებით ხსნიან, თუმცა უნდა ითქვას, რომ წინა თვეებისგან განსხვავებით ლარი შედარებით გამყარებას განაგრძოს, მაგრამ როგორც ირკვევა გამყარებულმა ვალუტამ ვერ მოახერხა ფასების დასტაბილურებას.

ფასმა მოიმატა, როგორც ბრენდირებულ ისე არაბრენდირებულ სადგურებში. კიდევ ერთი მიზეზი - რუმინეთი ,რომელიც ნავთობკომპანიებს საბითუმო ფასებში აწვდიდა საწვავს, ახლა, ვეღარ ახერხებს რადგან ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების პრობლემებია.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში