ბათუმში "ფაიზერით" ვაქცინაცია 4 კლინიკაში ჩატარდება

26 ივლისი 2021, 13:27 1020 ნახვა

დღეს ქობულეთში პირველად, ფაიზერით ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. მუნიციპალიტეტის ორი სამედიცინო დაწესებულება "ქობულეთის რეგიონული საავადმყოფო" და "ქობულეთის სამედიცინო ცენტრი" დღის განმავლობაში მომსახურებას 300-მდე პირს გაუწევს. თითოეულ დაწესებულებაში ორ-ორი ამცრელი კაბინეტი ფუნქციონირებს.

საყოველთაო ვაქცინაციის ფარგლებში, ბათუმშიც გაიზარდა იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც განახორციელებენ მოქალაქეების "ფაიზერით" ვაქცინაციას. ჩამონათვალს დაემატა "ევექსისი ჰოსპიტლები - "ბათუმის რეფერალური საავადმყოფო", "საზღვაო ჰოსპიტალი" და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი "მედცენტრი".

იმუნიზაციის პროცესი გრძელდება ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. ბათუმში "ფაიზერით" ვაქცინაცია 4 კლინიკაში ჩატარდება.

ჯამში, 6 კლინიკაში19 ამცრელი კაბინეტი ფუნქციონირებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი