აქციის მონაწილეების ინფიცირების კონკრეტული ფაქტები არსებობს - ლევან დავითაშვილი

26 ივლისი 2021, 12:18 1068 ნახვა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ აქციებზე იგნორირებული იყო სოციალური დისტანცია, მოქალაქეებს ასევე არ ეკეთათ პირბადეები. 

''ზოგადად მასიური აქციები უწყობს ხელს პანდემიის გავრცელებას, იმ შემთხვევაში თუ ეს ღონისძიებები უკონტროლოა და  არ არის  რეგულაციების დაცვა. 

როდესაც ვსაუბრობთ გარკვეულ პრეზენტაციებზე, ამ შემთხვევაში რეგულაციების დაცვით ხდება, მათ შორის არის სოციალური დისტანცია, პირბადის გამოყენება. 

აქციებზე, რომელზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა ჩვენ დავინახეთ, მათ შორის ტელეეთერებიდან, რომ იყო ხშირ შემთხვევაში იგნორირებული სოციალური დისტანცია, არ ხდებოდა პირბადის გამოყენება და ამას აქვს ხელშემწყობი ეფექტი პანდემიის ზრდის. 

ამის კონკრეტული ფაქტები არსებობს, აქციის მონაწილეების დაინფიცირების  და ამის შესახებ პრემიერს ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა'' - განაცხადა მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ უპასუხისმგებლო, რამდენიმედღიანმა აქციებმა ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების გაორმაგება გამოიწვია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი