ჩემი სურვილია, ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები - ირაკლი ღარიბაშვილი 

26 ივლისი 2021, 11:23 1498 ნახვა

პრემიერ მინისტრის განცხადებით, ძალიან აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო იმისთვის, რომ ყველ სოფელს ვაქცინა ადგილზე მიაწოდონ. 

'' ჩემი სურვილია, რომ ჯერ ყველა მუნიციპალიტეტში და შემდეგ მინდა, რომ ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები, რომ მოსახლეობას ადგილზე ჰქონდეს საშუალება ჩაიტაროს აცრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა დღეს ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას მოუწოდა, ვაქცინების სანდოობასთან დაკავშირებით დაეყრდნონ მეცნიერების შეფასებებს და არა ფეისბუქის საშუალებით გავრცელებულ დეზინფორმაციას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი