თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ამ ეტაპზე მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ორი ყაზარმის, ლაზარეთის, საკონფერენციოსა და სატრენაჟორო დარბაზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
წლის ბოლომდე ბაზის ტერიტორიაზე საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების განახლება იგეგმება. ასევე, დასრულდება რეკრეაციული ზონის მოწყობა, მულტიფუნქციური სტადიონის მშენებლობა.