ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტექნოლოგიური სტარტაპის „ჯინვენტორის“ წარმოებას გაეცნო.
უწყების ცნობით, კომპანიამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სესხის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა, უცხოეთიდან თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური დანადგარები ჩამოიტანა და საქართველოში USB – კაბელების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველი პროდუქცია „ჯინვენტორმა“ ბაზარზე 2021 წლიდან გამოიტანა.