ფაუჩი სრულად ვაქცინირებულებსაც პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს

22 ივლისი 2021, 12:18 910 ნახვა

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში „დელტა“ ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო სრულად ვაქცინირებულმა ადამიანებმა დახურულ სივრცეებში პირბადე უნდა ატარონ.

მისივე თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს შემთხვევები უფრო მსუბუქია.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში