ევროკომისიამ პოლონეთს 16 აგვისტომდე მისცა ვადა ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოს განჩინების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლონეთს ჯარიმა ემუქრება. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა ჟუროვამ განაცხადა.
ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთის ახალი დისციპლინარული სისტემა მოსამართლეებისთვის ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს.