ძალადობა ჟურნალისტებზე - გამოკითხვების პროცესი გრძელდება

20 ივლისი 2021, 14:36 671 ნახვა

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში,  5  ივლისის მოვლენებზე დაზარალებული ჟურნალისტების  გამოკითხვა მიმდინარეობს.

სამართალდამცველები ყველა იმ ვიდეომტკიცებულებას სწავლობენ, რომლებიც  შინაგან საქმეთა სამინისტროს წარედგინა.

მტკიცებულებების გამოკვლევაში  დაშავებული ჟურნალისტები და ოპერატორები მონაწილეობენ. 5-6 ივლისის ძალადობის ფაქტზე, მედიის რამდენიმე წარმომადგენელს,  ოფიციალურად  დაზარალებულის სტატუსი  მიენიჭა, მათ შორისაა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს რეპორტიორი, თიკო სუსარეიშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი