ღია სივრცეში პირბადის ტარების წესი შესაძლოა ისევ გამკაცრდეს - ამირან გამყრელიძის განმარტება 

20 ივლისი 2021, 14:25 1322 ნახვა

მოშვებულია მოსახლეობა, პირბადეს დახურულ სივრცეებშიც აღარ ატარებენ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, განკარგულებაში შევა შესაბამისი ცვლილებები პირბადის გამოყენებაზე იქ, სადაც ადამიანთა გარკვეული რაოდენობა შეიკრიბება.

„საბჭოზე იყო მსჯელობა და რა თქმა უნდა, იქნება რიგი გამკაცრებები. პირველ რიგში, აღსრულებასთან მიმართებაში. მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება დახურულ სივრცებეშიც აღარ ხდება. დღეს იქნა გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეში დაწესდეს პირბადესთან მიმართებით რეკომენდაცია. იცით, რომ ჩვენ ვიძლეოდით რეკომენდაციას, ღია სივრცეებში, სადაც იკრიბება ადამიანების გარკვეული რაოდენობა, აუცილებელი ყოფილიყო პირბადის ტარება. დღეს ამის შესახებ გადაწყვეტილება არის და შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს, ალბათ შესაბამისი ცვლილებები შევა განკარგულებაში პირბადის გამოყენებასთან მიმართებაში, იქ, სადაც გარკვეული რაოდენობა ადამიანების შეიკრიბებიან. ამაზე დავალება მიეცა საკოორდინაციო შტაბს, მალე შემუშავდება რეკომენდაციები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში