ხანძარი აშშ-ის 13 შტატში

20 ივლისი 2021, 09:59 888 ნახვა

აშშ-ის 13 შტატში ხანძრის 80 სხვადასხვა კერას ებრძვიან. აშშ-ში ტემპერატურის მატებასთან ერთად ტყეებში ცეცხლი მიმდინარე თვის დასაწყისიდან არაერთ ადგილას გაჩნდა. ხანძარი განსაკუთრებით ძლიერი ორეგონისა და ნევადას შტატებშია. ბიბისის ინფორმაციით, ორეგონის შტატში ხანძრებმა 1 200 კვ.კმ. ტყის მასივი გაანადგურა.

ნევადაში კი ხანძარმა დასახლებულ პუნქტებამდეც მიაღწია, რის გამოც 2 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ცეცხლმა 160-ზე მეტი სახლი გაანადგურა.

ბიბისის ინფორმაციით, კალიფორნიაში წელს ხანძრებმა იმაზე 5-ჯერ მეტი ტერიტორია გაანადგურა, ვიდრე გასული წლის იმავე მონაკვეთში. სპეციალისტები ხანძრების გახშირებას კლიმატის ცვლილებასა და გლობალურ დათბობას უკავშირებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი