საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს 22 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას, საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუს” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პრეზიდენტმა პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრების წარდგენა ხვალ იგეგმებოდა.