ოპოზიციაში ჩვეულებრივი ქაოსია, იმ პირებს, რომლებიც თავიანთ პარტიებშივე არიან დაჯგუფებული, ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპათია არ გააჩნიათ - ლევან მაჭავარიანი

11 იანვარი 2025, 17:43 97 ნახვა

ოპოზიციაში ჩვეულებრივი ქაოსია, იმ პირებს, რომლებიც თავიანთ პარტიებშივე არიან დაჯგუფებული, ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპათია არ გააჩნიათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციის სპეკულაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გაქარწყლებულია.

„ოპოზიციაში ჩვეულებრივი ქაოსია. ის პიროვნებები, ვინც დაჯგუფებული არიან თავიანთ პარტიებშივე, მათაც ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპათია არ გააჩნიათ. ოთხი რადიკალური პარტია, რომლებიც გააერთიანეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუდქვეშ, ისინიც ერთად ვერ ძოვენ. ეს მათი ხვედრია, დავალებებს იღებენ უცხოეთიდან და უფლება არ აქვთ შეეწინააღმდეგონ. აზრთა სხვაობა, რა თქმა უნდა, არსებობს. ეს იყო ჩვენი ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები, ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად აზროვნებს და მათ ეს საფრთხე დაინახეს და რეალურად აღიქვეს, სწორედ ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ 54% მიიღო.

 

თვითონაც კარგად იციან, რომ ზღაპრები, რაც გამოიგონეს, თითქოს 300 000 ხმა გაყალბდა, 100 000 პირადობის გარეშე დავტოვეთ, იყო რუსული სპეცსამსახურების ჩარევა. თურმე, აზერბაიჯანიც და ირანიც ჩაერივნენ. ის, რომ ერთი ადამიანი 17-ჯერ აძლევდა ხმას, რასაც ზურაბიშვილი დაბეჯითებით ამტკიცებდა, არ მოხვედრილა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში. შესაბამისად, ყველა მათი სპეკულაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სრულიად გაქარწყლებულია. არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თავიანთ ამომრჩეველსაც ვერ ატყუებენ ამ გაყალბებასთან დაკავშირებით. მათ გეგმებთან დაკავშირებითაც რთულია საუბარი, რადგან ელოდებიან გარე დავალებებს. ვინც მათ დავალებებს აძლევს, ზოგი საშობაო არდადეგებზე იყო, ზოგს საკუთარ ქვეყანაში ისეთი კრიზისი აქვს, იმის დალაგებით არის დაინტერესებული“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში