19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერიდან სამი თვის თავზე დოკუმენტის ავტორი საქართველოში ჩამოდის. შესრულდა თუ არა შეთანხმების პუნქტები ამაზე სავარაუდოდ შარლ მიშელი თავად ისაუბრებს.
მანამდე კი, აშშ-ბის ელჩი, პირდაპირ აცხადებს, რომ ქართული ოცნება შეთანხმებას არღვევს, რადგან მმართველმა პარტიამ მოწოდებების მიუხედავად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეაჩერა.