რუსეთის ტომკის ოლქში რადარებიდან გაუჩინარებული სამგზავრო თვითმფრინავი მაშველებმა იპოვეს. იგი ავარიულად დაეშვა. ან-28-ტიპის თვითმფრინავის პილოტმა ფეხი მოიტეხა. ბორტზე მყოფ ეკიპაჟის სხვა წევრებსა და მგზავრებს სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ. თვითმფრინავის ბორტზე 15 მგზავრი, მათ შორის 2 ბავშვი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ვერსიით, თვითმფრინავის ავარიულად დაშვების მიზეზი ძრავის მწყობრიდან გამოსვლაა.