ყაზახი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თორდუა გარდაიცვალა 

15 ივლისი 2021, 12:17 5232 ნახვა

ყაზახი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თორდუა სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. 

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში ერთი კვირის წინ გადაიყვანეს.

მისივე თქმით, ბესიკ თორდუა კლინიკა "ვივა მედში" დღეს გარდაიცვალა. ადვოკატის თქმით, ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა სიკვდილის ზუსტი მიზეზი.

26 წლის ყაზახმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 5 მაისს დაასრულა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა საქართველოში ბესიკ თორდუა დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი