პოლიციამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

10 დეკემბერი 2024, 12:01 232 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ვ.თ. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების პერიოდში, მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში, არ ემორჩილებოდა სამართალდამცველებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში