ჟურნალისტს ნიკუშა კაციას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

10 დეკემბერი 2024, 10:14 224 ნახვა

ნარკოდანაშაულზე დაკავებულ ჟურნალისტს ნიკუშა კაციას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარე პროკურატურას არ დაეთანხმა.

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებდა, რომ კაცია წარსულში ნასამართლევი არ იყო და არასდროს ადმინისტრაციული კანონდარღვევაც კი არ ჩაუდენია. ადვოკატმა კაციას 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.

სხდომაზე ისაუბრა თავად ბრალდებულმაც და აღნიშნა, რომ მას ნარკოტიკები "ჩაუდეს". ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში