ჯანსაღი კვება და ცხოვრების წესი - ამ თემებზე სამუშაო შეხვედრა აჭარის რეგიონში მომუშავე ადგილობრივი და ცენტრალური მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის გაიმართა. საუბარი შეეხო დაავადებების სტატისტიკას, რომელსაც არაჯანსაღი ცხოვრების წესი და საკვები იწვევს. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობი პროექტი დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ორგანიზაცია "არტინფო საქართველოს" თანამშრომლობით ხორციელდება.