სახალხო დამცველის წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებული პირების სანახავად იმყოფებოდნენ. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, - ამის შესახებ სახალხო დამცველის გუშინ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.სადაც ასევე ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი შეისწავლის სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და რეაგირებას მოახდენს.