ადვოკატები დაკავებულების შესახებ

12 იანვარი 2025, 11:59 127 ნახვა

ბათუმში აქციაზე დაკავებულების ნაწილი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ნაწილი ოზურგეთში გადაიყვანეს ნაწილი კი ბათუმში დატოვეს.ისინი ადვოკატებმა გუშინ გვიან ღამით მოინახულეს და როგორც ამბობენ დაკავებულებს დღეს ისევ შეხვდებიან.
დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. ამჟამად დაკავებულია აქციის 9 მონაწილე, მათი უმრავლესობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წესით პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის საფუძველზე, ხოლო  გამოცემა ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც პოლიციამ გუშინ ორჯერ დააკავა, პირველად სტიკერის გაკვრის გამო, გათავისუფლების შემდგომ კი განმეორებით. მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლით, მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში