თბილისში აქციაზე ერთი მონაწილე დააკავეს

12 იანვარი 2025, 11:55 90 ნახვა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა. როგორც ირკვევა დაკავებული შშმ პირთა უფლებების დამცველი გია ჯვარშეიშვილია.
მისი ადვოკატისა და ახლობლების ინფორმაციით, დაკავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მათი თქმით, ჯვარშეიშვილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ადვოკატის თქმით პოლიციელები მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, მას გამოკვლევები ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  ჯვარშეიშვილი სავარაუდოდ (წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით არის დაკავებული.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში