აქცია ბათუმში

11 იანვარი 2025, 19:45 207 ნახვა

ხელახალი არჩევნების ჩატარებისა  და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით ორმოც დღეზე მეტია საპროტესტო აქციები გრძელდება ბათუმში. ახალგაზრდები, ხელოვანები,  საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები  წუხელ ბათუმში ტრადიციულად მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ. 
მათი განცხადებით, ქვეყნის პროდასავლური  კურსი არ უნდა შეიცვალოს და საქართველო მოკლე დროში უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. აქციაზე შეკრებილები კრიზისის დაძლევის მთავარ გზას ხელახალ, სამართლიან  არჩევნებში ხედავენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში