მსხვერპლით დასრულდა ჩინეთში სასტუმროს ჩამონგრევა, გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.
მაშველებმა 36-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ნანგრევებში ჩარჩენილი 23 ადამიანი იპოვეს, რომელთაგანაც 6 ცოცხალი იყო.
BBC-ის ინფორმაციით, გადარჩენილების მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიების პირველადი დასკვნების მიხედვით, შენობის ჩამონგრევის მიზეზი მფლობელის მიერ სასტუმროს ძირითადი სტრუქტურის გადაკეთება გახდა, რა დროსაც უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.