ლექსო ლაშქარავას ამბავმა მედია კიდევ ერთხელ გააერთიანა. მდუმარე აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, რამდენიმე წუთით ჩამქრალი რეგიონული მედიები და პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციაში. მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა დაუშვებელია. დღეს ყველა ხმამაღლა ამბობს, რომ ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს და ის, რაც 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოხდა, კარგად უნდა იქნას შესწავლილი და ძალადობაში მონაწილეები დასჯილი. ასევე გატარდეს ზომები, რომ 5 ივლისს მოხმდარი ქვეყანაში აღარ განმეორდეს.