2016 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შესრულების მხრივ, საქართველო, რეგიონში ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანაა. ინფორმაციას „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი“ ავრცელებს. საქართველოში თამბაქოს კონტროლის გაძლიერების შესახებ მედიისთვის სემინარი გაიმართა, რომელზეც თამბაქოს რეკლამის პოპულარიზაციის აკრძალვის, კანონის აღსრულების მექანიზმისა და თამბაქოს ალტერნატიული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.