საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მიმდინარეობა ბავშვებში საყურადღებოა.
თამარ გაბუნიას თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოზარდებისთვის გამოყოფილი საწოლფონდი სწრაფად შეივსო.
მინისტრის მადგილე ამბობს, რომ ქვეყანაში დელტა შტამის უკვე 72 შემთხვევაა დადასტურებული.
''დაახლოებით 200 საწოლი, რომელიც თბილისში იყო მობილიზებული სრულად შეივსო, გამომდინარე იქედან, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში, საჭირო გახდა ბავშვების ჰოსპიტალიზაცია. აქედან გამომდინარე მიმდინარეობა არის საყურადღებო. ახალი შტამების ცირკულაციის პირობებში, განსაკუთრებით დელტა შტამი მაქვს მხედველობაში, უკვე 72 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. რა თქმა უნდა რისკია იმისა, რომ ბავშვებში შემთხვევების მოიმატება იზრდება'' - განაცხადა მინისტრის ამოდგილემ.
თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინირებულებში ინფიცირების მაჩვენებელი დაბალია.
''ჩვენი მონაცემებით ეს არის 0,3%, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბოლო პერიოდში ასევე იმის შეკითხვები, რა აზრი აქვს აცრას თუ ადამიანი მაინც დაინფიცირდება, ინფექციისგან 100% არც ერთი ვაქცინა არ იცავს, მათ შორის არც ''ფაიზერი'', არც ''მოდერნა'', არც ''სინოვაკი''. ინფიცირება შეიძლება დადგეს, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში და მსუბუქი მიმდინარეობით'' - განაცხადა გაბუნიამ.