უცხოური მედია ქართველი ოპერატორის დაღუპვას ეხმაურება

12 ივლისი 2021, 14:19 1208 ნახვა

ლგბტ-პრაიდის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების დროს ულტრამემარჯვენეთა თავდასხმის შემდეგ ქართველი ოპერატორი გარდაიცვალა-წერს ბრიტანული გავლენიანი გამოცემა გარდიანი.  გამოცემა აღნიშნავს, რომ 37 წლის  ალექსანდრე ლაშქარავა კიდევ  50-ზე მეტ ქართველ ჟურნალისყთან ერთად  ძალადობის მხვერპლი  გასულ ორშაბათს გახდა.   მას სახის ძვლების მოტეხილობა დაუდგინდა.   ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ ცნობილმა ქართველმა ტელეჟურნალისტებმა და ტელეარხების  ხელმძღვანელებმა ღარიბაშვილის   მთავრობა ჟურნალისტების წინააღმდეგ  განხორციელებული ძალადობის  ორგანიზებაში დაადანაშაულეს და მთავრობის მეთაურის გადადგომა მოითხოვეს - წერს გარდიანი.

ბი-ბი-სი წერს, რომ   ლექსო ლაშქარავამ  სახის არეში მრავლობითი დაზიანებები  5 ივლისს თბილისში თავდახმისას მიიღო და  მისი     გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერ უცნობია.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ბი-ბი-სი აღნიშნავს, რომ მომხდართან კავშირში  4 ადამიანია დაკავებული.  აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის მდებარე  საქართველო ძალიან კონსერვატორული ქვეყანაა- წერს ბრიტანული გამოცემა.

 საქართველოში ტელეოპერატორის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა - ასე ასათაურებს  ვრცელ სტატიას ალ-ჯაზირა.  გამოცემა საქართველოს დედაქალაქში ერთი კვირის წინანდელ მოვლენებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ  ლგბტ-პრაიდის მოწინააღმდეგეთა სამიზნე ჟურნალისტები და აქტივისტები გახდნენ. კვირას პარლამენტისა და მმართველი პარტიის ოფისის წინ შეკრებილებმა  მომხდარი ძალადობისა და ლაშქარავას დაღუპვის გამო პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვეს - ნათქვამია ალ-ჯაზირას მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

 ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს  ეხმაურება რადიო თავისუფლებაც.  37 წლის  ტელეოპერატორი იმ 60-მდე ჟურნალისტს და   მედიის სხვას თანამშრომლებს შორის იყო, რომლებსაც თავს დაესხნენ 5 ივლისს, როცა ასობით ადამიანი თბილისის ქუჩებში დაგეგმილი ლგბტ-პრაიდის აღსაკვეთად გამოვიდა.  გამოცემა აღნიშნავს, რომ დაშავებულთა შორის რადიო თავისუფლების ორი რეპორტიორიც იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი