ჰაიტის პოლიციამ პრეზიდენტის მკვლელობის ოპერაციის სავარაუდო კოორდინატორი დააკავა. ამის შესახებ ჰაიტის პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ლეონ შარლის თქმით, პირველი, ვისაც თავდამსხმელები დაუკავშირდნენ, ჰაიტის მოქალაქე, კრისტიან ემანუელ სანონია, რომელიც კონტაქტში იმყოფებოდა აშშ-ში მდებარე ვენესუელის უსაფრთხოების კომპანიებთან. ჰაიტის პოლიცია დაკავებულ მამაკაცს პრეზიდენტის მკვლელობის გეგმის ერთ-ერთ შემდგენელად მოიხსენიებს.
ჰაიტის პრეზიდენტი, ჯოვენელ მოისე საკთარ რეზიდენციაში 7 ივლისს მოკლეს. თავდასხმის დროს დაჭრილი პრეზიდენტის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამჟამად მას მაიამის საავადმყოფოში მკურნალობენ. ჰაიტიში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.