მთავრობისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა 12:00 საათზე იწურება

12 ივლისი 2021, 09:58 1100 ნახვა

აქციის მონაწილეების მიერ მთავრობისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა დღეს, 12:00 საათზე იწურება. თუ მედიის წარმომადგენლების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება აქცია პარლამენტის წინ დღესაც გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები შეკრებას 18:00 საათისთვის აანონსებენ. 

მოთხოვნები უცვლელია - 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო გადადგეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და სუს-ის ხელმძღვანელი.

მედია ორგანიზაციების ორგანიზებით საპროტესტო აქცია, პარლამენტთან გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გუშინ დილით ''ტვ პირველის'' ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ის ერთ-ერთია, ვისაც 5 ივლისის მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი