მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს პატიმრობა შეეფარდა

09 ივლისი 2021, 13:23 1429 ნახვა

მედიის წარმომადგენლების  მიმართ, სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დაკავებულ კიდევ ოთხ პირს პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ გამოაცხადა. ამასთან, მან 5 ივლისს მომხდარი მოვლენები დაგმო და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს სახელით მიიღო.

„ეს ყველაფერი სრული სიბნელე, სიველურე და სირცხვილია. აი, ეს არის იმ ქმედებების შეფასება, რაც იქ ხდებოდა. გადაწყვეტილებას ვიღებ საქართველოს სახელით. თქვენი ქმედებები არის უაღრესად საფრთხის შემცველი, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, მაღალი საფრთხე და რისკია ახალი დანაშაულის ჩადენის. სრულად ვეთანხმები ბრალდების მხარეს და პროკურატურის შუამდგომლობას ვაკმაყოფილებ“, – განაცხადა რომან ხორავამ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 5000, 3000 და 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. დაკავებულებიდან ბრალდებას არც ერთი არ ეთანხმება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი