ბათუმის ნაგავსაყრელიდან ცხოველთა უფლებების დამცველებს ის ძაღლები გაჰყავთ, რომელთა მდგომარეობაც სავალალოა.
შინაურ ცხოველებს ამ ეტაპზე ბათუმის მერიის თავშესაფარში მოათავსებენ, დანარჩენების გაყვანა კი ეტაპობრივად მოხდება.
ცხოველთა დამცველების გაცხადებით, პრობლემების მოგვარებით შესაბამისი სამსახურებიც უნდა დაინტერესდნენ.