შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს თბილისში გამართულ აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნისა და ჯგუფურ ძალადობის ფაქტებზე კიდევ 5 , ხოლო ,,თბილისი პრაიდი''-ს ოფისის დაზიანების ფაქტზე 3 მოქალაქე დააკავა. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ დროისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა 15 მოქალაქე დააკავეს.