მოეწყობა საბაგირო და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც გომარდულზე სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია - თორნიკე რიჟვაძე

07 ივლისი 2021, 12:51 1346 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში გომარდულზე არსებული ტურისტული საქმიანობები ქონების გადასახადისგან გაათავისუფლეს. 

თორნიკე რიჟვაძის თქმით, გომარდულში ასევე იგეგმება სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რისთვისაც თანხები ბიუჯეტში გათვალისწინებულია.  

''​შემდეგი ნაბიჯები იქნება, ის რომ, ყველა ვინც გომარდულში ოპერირებს, ვინც შუახევის განვითარებას უწყობს ხელს, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი.

წლების განმავლობაში ყველას გვაწუხებდა გომარდულის საკითხი, რიგი მიზეზების გამო, სამწუხაროდ ვერ მოხდა ამ პროექტის იმ დონეზე განვითარება, როგორც  ვისურვებდით. წელს უკვე, ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია შესაბამისი რესურსები, რომელიც მოგვცემს საშუალებას გომარდულმა შეიძინოს ახალი სიცოცხლე.

ეს არის რეალური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ პირველ ეტაპზე მოეწყოს საბაგირო, შემდეგ კი სხვა ინფრასტრუქტურა, რაც ზამთრის და სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხით იქნება აშენებული'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი