რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე განცხადება საპატრიარქომ გვიან ღამით გაავრცელა.
„მივმართავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, საზოგადოების ყველა წევრს - დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია.
დაპირისპირების ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაზრდა საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. „-აღნიშნულია განცხადებაში.