მომხდარზე პასუხისმგებლობა, სხვებთან ერთად, პირველ რიგში, უნდა დაეკისროს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს - სათანადო რეაგირება გვექნება ძალადობისკენ წამქეზებელ სასულიერო პირთა მიმართაც, თუკი ასეთები არსებობენ, აცხადებენ საპატრიარქოში.
ამასთან ისინი წუხილს გამოთქვამენ დაშავებული ჟურნალისტებისა და მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო და ისინი ლოცულობენ მათი სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 5 ივლისს დაგეგმილი ‘’პრაიდი’’იყო არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა და შეიცავდა ჩვენს მოსახლეობასა და მომავალ თაობაზე მორალური, ფსიქოლოგიური და იდეოლოგიური ძალადობის ნიშნებს, რის გამოც საპატრიარქო აფრთხილებდა საელჩოებს თავის შეეკავებინათ აქციის მხარდაჭერისგან.