ტაჯიკეთი ავღანეთთან საზღვრის დაცვას აძლიერებს

06 ივლისი 2021, 09:59 658 ნახვა

ავღანეთთან საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად, ტაჯიკეთის პრეზიდენტმა 20 ათასი რეზერვისტის მობილიზების განკარგულება გასცა, რაც ათასზე მეტმა ავღანელმა გადაკვეთა საზღვარი.

ავღანეთიდან კოალიციური ძალების გასვლისა და ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში „თალიბანის“ პოზიციების გაძლიერების ფონზე, ავღანეთი ასობით ავღანელმა სამხედრომ დატოვა. თალიბებმა ტაჯიკეთთან და ჩინეთთან მოსაზღვრე ბადახშანის პროვინციის ექვსი საკვანძო რაიონი დაიკავეს.

ტაჯიკეთის საზღვრის დაცვის სამსახურის ცნობით, ტაჯიკეთის ნებართვით ქვეყანაში 1 037 ავღანელი სამხედრო გადავიდა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ტაჯიკეთი განიხილავს ბანაკების მოწყობის შესაძლებლობას ლტოლვილების შესაძლო ნაკადის მისაღებად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი