სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებებში მონაწილეობას არ აპირებს. პროცესი პარლამენტში ხვალიდან იწყება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ ცხრა კანდიდატს უნდა მოუსმინონ. პარალელურად ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მართლმსაჯულების სისტემის სრულ რეფორმირებამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევა იქნება. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებით, შარლ მიშელის დოკუმენტი არ ირღვევა.