საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ თურქეთის მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება ქვეყნის 38 აეროპორტსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთინ კოჯაზე დაყრდნობით თურქული მედია ავრცელებს."48 აეროპორტიდან 38-ში ჩვენ საზღვარგარეთიდან ჩამოსული ჩვენი მოქალაქეებისთვის პირველი ან მეორე დოზით ვაქცინაციას შევთავაზებთ", - განაცხადა კოჯამ. მისივე თქმით, ვაქცინაციის სერვისი 5 ივლისიდან ორ აეროპორტში იქნება ხელმისაწვდომი. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.