ბათუმის მერიასთან ცხოველთა დამცველებმა აქცია გამართეს. ისინი თვითმმართველობას სთხოვენ ძაღლების თავშესაფრის მოწყობას. დანარჩენი სამი მოთხოვნა ნაგავსაყარის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას ეხება, სადაც ასობით მაწანწალა ცხოველია თავმოყრილი და დიდია მათი დაავადებების რისკი. ხშირია ცხოველების სიკვდილიანობა. ბათუმის მერიის ინფრომაციით, საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად გაიმართა. დაიგეგმა ერთობლივი ჯგუფის შექმნა, რომელიც აღნიშნულ საკითხზე იმუშავებს. მერიაში აცხადებენ, რომ ჩაქვის ტერიტორიაზე უკვე დაგეგმილია მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა. ჩატარებულია წინასაპროექტო მოკვლევა და გათვალისწინებულია შესაბამისი თანხები - აცხადებენ მერიაში.