არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

05 ივლისი 2021, 18:22 713 ნახვა

განცხადებით  ეხმაურებიან  დღეს განვითარებულ მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაციები. „სამართლიანი არჩევნები“ შეშფოთებას გამოთქვამს და განცხადებაში აღნიშნავს,  რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ უზრუნველყოფენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვას, რის გამოც პრაიდის კვირეულის ორგანიზატორებს დაანონსებული მშვიდობიანი შეკრების გადადება მოუხდათ.  ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთოს ქალაქის ქუჩებში მიმდინარე ძალადობის აქტები და დროულად გამოიძიოს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის ფაქტები.  ძალადობრივ ქმედებებს გმობს საიაც. ორგანიზაცია  მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, უზრუნველყოს პროცესების მშვიდობიანად წარმართვა, ძალადობრივი ჯგუფების ქმედებების დროულად და ეფექტიანად აღკვეთა,  სამართალდარღვევებზე შესაბამისი რეაგირება, ამასთანავე, სათანადოდ შეასრულოს კონსტიტუციით დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებები და დაიცვას აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, მედიის წარმომადგენლების  უსაფრთხოება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი